თეა მაჭავარიანი
четверг, 9 марта 2017 г.
კურსის რეფლექსია
ინტელის პროგრამის პირველ დღესვე გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, გზამკვლევს, ვისწავლეთ რა არის ჩეკლისტი,შევქმენით ელექტრონული საქაღალდე , შევქმენით ბლოგი. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განვიხილეთ იდეები ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით , შევიმუშავეთ გაკვეთილები იმ მასალაზე დაყრდნობით,რომელსაც ვასწავლით, ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, გავეცანი ელექტრონული და სასწავლო პროექტების პორტფოლიოებს. მუშაობის პროცესში შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო, დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები, მათი შეფასების ფორმები. მოვამზადეთ ბროშურები და პრეზენტაციები პროექტებით სწავლების თემაზე, გავეცანით გამოცემის ნიმუშებს,რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში. . აქვე გავეცანით იდეებს ახალი ამბების, გაზეთის, ბროშურის ან პლაკატის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. შევქმენით მოსწავლეთა ნამუშევრები, განვსაზღვრეთ, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს სწავლის პროცესი რეფლექსიის აქტივობებმა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)