пятница, 21 октября 2011 г.

იკითხეთ ბორხესი

თეოლოგი საიქიოში

ანგელოზებმა მიამბეს, რომ როდესაც მელანჩტონი გარდაიცვალა, იმ სამყაროში მას ისეთივე ილუზორული სახლი მიუჩინეს, ზუსტად ისეთი,როგორიც აქ, დედამიწაზე ჰქონდა (თითქმის ყველა ახლად გარდაცვლილს იგივე ემართება მარადისობაში გადასვლისას და სწორედ ამიტომ არ ჰგონიათ, რომ გარდაიცვალნენ). ამ სახლში ყველა ნივთი ნამდვილის ასლი იყო: უბრალო საწერი მაგიდა უჯრებით, ბიბლიოთეკა. როგორც კი მელანჩტონმა ამ საცხოვრებელში გაიღვიძა, მაშინვე შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას. ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ იყო გვამი და რამდენიმე დღე წერდა რწმენის რაობის შესახებ. როგორც ჩვევად ჰქონდა, სიტყვა არ უთქვამს გულმოწყალებაზე. ანგელოზებმა ეს შეამჩნიეს და დასაკითხად ადამიანები მიაგზავნეს. მელანჩტონმა მათ უთხრა:” მე დავამტკიცე და ეჭვგარეშეა, რომ სულს შუძლია იოლად გავიდეს ფონს სათნოების გარეშე.ზეცაში მოსახვედრად კი მხოლოდ რწმენაც საკმარისია”.მსგავს სიტყვებს ის ამაყად ამბობდა და არ იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო და სასუფეველში არ იმყოფებოდა. როდესაც ანგელოზებმა მისი ნათქვამი შეიტყვეს, მიატოვეს.რამდენიმე კვირაში ავეჯმა გაქრობა დაიწყო. ყველაფერი გაქრა მაგიდის, ქაღალდებისა და სამელნის გარდა. კედლები კირით დაიფარა, ჭერი კი ყვითელი ლაქით, ტანსაცმელი არ შეცვლილა.მელანჩტონი კი აგრძელებდა წერას, თუმცა ამჯერად უწინდელივით აღარ უარყოფდა სათნოებას ისე, როგორც უწინ. საცხოვრებლად მიწისქვეშ გადაიყვანეს,სადაც მისნაირი თეოლოგები იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღე საკანში გამომწყვდეულმა გაატარა და როგორც კი თავის თეორიაში ეჭვის შეტანა დაიწყო, ნება მისცეს, დაბრუნებულიყო. ამჯერად დაუმუშავებელი ტყავის ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ თავი დაირწმუნა თითქოს წინანდელი ჩაცმულობა წმინდა წყლის ჰალუცინაცია იყო და კვლავ დაიწყო რწმენის ქება და სათნოების დაკნინება. ერთ საღამოს სიცივე იგრძნო. მაშინ სახლი მოიარა და აღმოაჩინა,რომ ოთახების კედლები სულაც არ ჰგავდა იმას, რაც სახლში დედამიწაზე ქონდა. ერთი ოთახი სავეს იყო უცნობი ინსტრუმენტებით, მეორე კი ისე დაპატარავებულიყო, რომ თითქმის შეუძლებელს ხდიდა შიგნით შესვლას, მესამე არ შეცვლილიყო, მაგრამ მისი ფანჯრები და კარი სილით იყო ამოვსებული. ოთახის სიღრმეში ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც მას ხოტბას ასხამდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ არც ერთი თეოლოგი არ იყო ისეთი მცოდნე, როგორიც ის. ქება-დიდება ესიამოვნა, მაგრამ რადგანაც ამ ადამიანებიდან ზოგს სახე არ ჰქონდა და ზოგიც მკვდარს ჰგავდა, ისინი შეიძულა და ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დაეწერა ქება სათნოებისა, მაგრამ დღისით დაწერილი დილით იშლებოდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ სტრიქონებს რწმენის გარეშე წერდა, თავად აკლდა რწმენა.უამრავი ახლად გარდაცვლილი ადამიანი სტუმრობდა, მას კი რცხვენოდა რომ ასეთ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა. სტუმრების დასარწმუნებლად,რომ თითქოს ზეცაში იყვნენ მოხვედრილები, ერთერთ გრძნეულს მოურიგდა რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა და ეს უკანასკნელიც ათასნაირი ხრიკით აჯერებდა ხალხს ამ ტყუილში. როგორც კი სტუმრები წასასვლელად გაემზადებოდნენ, ან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ოთახში მაშინვე ჩნდებოდა კირი და სიღარიბე.უკანასკნელი ცნობები მელანჩტონის შესახებ გვამცნობს, რომ ის რომელიღაც მისანმა და რამდენიმე უსახო კაცმა ქვიშისკენ წაიყვანა და ახლა დემონებს ემსახურება.

თავისუფლება

თავისუფლება
• განასხვავებენ თავისუფლების ორ მნიშვნელობას - უარყოფითს (ნეგატიურს) და დადებითს (პოზიტიურს). თავისუფლება უარყოფითი აზრით, შეზღუდვებისაგან დამოუკიდებლობას და პროცესის ნორმალურ, მისთვის ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს. დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით - ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. თავისუფალი ქცევა უსათუოდ ნებელობითაა, მაგრამ არა პირიქით - ყოველი ნებელობითი ქცევა არ არის თავისუფალი. ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს არა საკუთარი, არამედ სხვისი ნების კარნახით ე.ი. იძულებით თავისუფალია მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც სრულდება ნებაყოფილობით და არა იძულებით. საკუთარი და არა სხვისი ნების რეალიზაცია არის თავისუფალი ქცევის აუცილებელი პირობა. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს, მაგრამ მას ის ნებავს, რაც აუცილებელი და სავალდებულოა. სწორედ ამ აუცილებლისა და სავალდებულოს ამოცნობა და განხორციელება უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. არსებობს აკრძალვები სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონებში, მაგრამ მთავარი ცენზორი, პასუხისმგებლობის თავისუფლების აუცილებელი პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასიხისმგებელია თავის ქმედებისთვის: პოლიტიკოსი - თავისი პოლიტიკური საქმიანობისათვის (პოლიტიკური პასუხისმგებლობა), სისხლის სამართლის დამნაშავე დანაშაულის ჩადენისა და თანამონაწილეობისათვის - (იურიდიული პასუხისმგებლობა). ზნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული კი საკუთარი სინდისი და საზოგადოებრივი აზრია . გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის აზრით, თავისუფლება ,,პირველი სიკეთეა კაცისა“. თავისუფლება ქადაგებს - ,,სხვას არ გაუკეთოს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ“, რომ ,,შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“.